15 ნოემბერი 2024,   11:11
ვრცლად
პარტია "ლელო" რუსეთთან სავიზო რეჟიმის აღდგენის ინიციატივით გამოდის

რუსეთთან სავიზო რეჟიმის აღდგენის ინიციატივით გამოდის "ლელო"- პარტიაში აცხადებენ, რომ მიზანი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ბრიფიგნზე ითქვა, რომ ხუთჯერ არის გაზრდილი რუსების შემოსვლა წინა წლის ივნისთან შედარებით, გაზრდილია ბიზნესის რეგისტრირების მაჩვენებლებიც, ამას კი სათანადო რეაგირება სჭირდება.

"დღის წესრიგში აუცილებლად უნდა დადგეს მსჯელობა, ჩვენს ისევ აღვადგინოთ გამარტივებული სავიზო რეჟიმი რუსეთისთვის. იმისთვის, რომ გვქონდეს ფილტრი, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად და ვიცოდეთ ვინ შემოდის, რა მიზნით შემოდის, რამდენი ხნით რჩება და როდის ტოვებს ჩვენს სახელმწიფოს,"-აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი.

"ლელოს" ინიციატივასთან დაკავშირებით, საპასუხო კომენტარი გაკეთდა "ქართულ ოცნებაში". პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის შეფასებით, სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნა რუსეთთან ომში ჩართვასთან არის კავშირში.

დღის ამბები