15 ნოემბერი 2024,   11:06
ვრცლად
ივანიშვილს ძალით პოლიტიკაში ვერავინ შემოიყვანს, ვინც არ უნდა ეახლოს - გიორგი ცაგარეიშვილი

"გირჩისა" და "მოქალაქეების" შემოთავაზებული განცხადების არც ერთ პუნქტს არ ეთანხმება "ქართული ოცნება". საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ევროპის დათქმებში საკონსტიტუციო ცვლილებებზე არაფერი წერია, ხოლო მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის მაგივრად მისაღებ გადაწყვეტილებებზე კი საუბარიც ზედმეტია.

"ამ 12 პუნქტში ბარიერის საკითხი არ არის მოხსენიებული და აქ სრულდება 12 პუნქტზე საუბარი. ბარიერის თემა არის აბსოლუტურად შეგნებულად შემოგდებული ე.წ. მე-13 პუნქტად. ჩვენ ამ მოცემულობას არ ვეთანხმებით.

ივანიშვილს ძალით პოლიტიკაში ვერავინ ვერ შემოიყვანს, ვინც არ უნდა ეახლოს მას. მივიდეს, აწარმოოს მასთან მოლაპარაკებები, მოახდინოს მასზე ზეწოლა, მე ვფიქრობ ეს არის შეუძლებელი. ადამიანს თუ არ უნდა პოლიტიკაში ყოფნა, ის არ იქნება პოლიტიკაში.

რაც შეეხება ავაზაკ სააკაშვილს, ის ახლა არის დაკავებული და სასჯელს იხდის საპატიმროში. მან უნდა გადაწყვიტოს ასევე, თავის მომხრეებთან ერთად სად, როგორ და რანაირად უნდა იყოს" ,- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა.

ცნობისთვის, "მოქალაქეები" და "გირჩი" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. პარტიები ასახელებენ იმ სამ ძირითად ნაბიჯს, რომლის გადადგმაც ევროკომისიის 12 რეკომენდაციას უპასუხებს - საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რაც საარჩევნო ბარიერის დაწევასაც გულისხმობს, მიხეილ სააკაშვილის, როგორც ფაქტორის გასვლა ქართული პოლიტიკური სივრციდან და პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება.

დღის ამბები