კითხვების დასმის მონათვლა თავდასხმად, არის აბსოლუტურად არარელევანტური, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
კობახიძის თქმით, რეალურად, საზოგადოებას ახსოვს ერთადერთი, ვინც ესხმოდა თავს, ამერიკის ელჩს, ევროკავშირის ელჩს.
"გახსოვთ ცნობილი გამონათქვამები ნიკანორ მელიას და ნიკა გვარამიას შესრულებით, ეს იყო ნამდვილი თავდასხმა. ჩვენს შემთხვევაში არის მარტივი რამ, კითხვები არის დასმული გარკვეულ თემებთან დაკავშირებით და ეს არის ის კითხვები, რაზეც არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი. კითხვების დასმის მონათვლა თავდასხმად, არის აბსოლუტურად არარელევანტური. ეს მათაც კარგად იციან, ეს არის ერთგვარი კამპანია, თუმცა ეს კამპანია სრული წარუმატებლობისთვისაა განწირული," - განაცხადა კობახიძემ.