15 ნოემბერი 2024,   11:15
ვრცლად
"კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება დააინიციროს სამუშაო ჯგუფის მიერ  მომზადებული 11 საკანონმდებლო აქტის ცვლილების პროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო ინიციატივა"- სარჯველაძე 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება დააინიციიროს სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული 11 საკანონმდებლო აქტის ცვლილების პროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო ინიციატივა.

"კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, დააინიციროს სამუშაო ჯგუფის მიერ  მომზადებული 11 საკანონმდებლო აქტის ცვლილების პროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო ინიციატივა. მოკლედ მოგახსენებთ იმ ცვლილებათა არსს, რომლის მიღების შედეგადაც, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა უფრო მეტად წაახალისებს ეროვნული სასამართლოების მხრიდან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისპრუდენციის გამოყენებას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის იმ სტანდარტების უფრო აქტიურად იმპლემენტაციას, რაც წარმოადგენს ევროპულ საუკეთესო პრაქტიკას", -აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. მთავარი თემა რეკომენდაციების შესრულებაა. ჯგუფი სასამართლო რეფორმაზე მსჯელობს. მანამდე კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა - ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე იმსჯელეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებაზე. ამ მიმართულებით ჯგუფის წარმომადგენლებმა უკვე კონკრეტული კანონოპროექტიც წარადგინეს.

დღის ამბები