პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, საზოგადოებაში ჰომოფობიური და დისკრიმინაციული განწყობები არ უნდა გაღვივდეს.
"არ შეიძლება, კონფლიქტები ვასაზრდოოთ. საზოგადოებაში კონფლიქტები არ უნდა დაიბადოს. თუ კონკრეტულ შემთხვევაში ცალკეულ გადაცდომას ადგილი აქვს, სამართლიანად მშვიდობიანი გზებით ნებისმიერი კონფლიქტის გადაწყვეტის შესაძლებლობა გვაქვს. ქსენოფობისთვის ცივილიზებულ სამყაროში ადგილი არ არის. მთავარი მანკიერი ტენდენცია, რომელიც დანახულია და ღმერთმა ქნას გვეშლებოდეს, ეს არის მცდელობა იმის, რომ ამ შემთხვევაში, სახელმწიფოში გააღვივონ ქსენოფობიური განწყობები, რაც არის სამწუხარო,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.