ჯგუფი, რომელიც სასამართლო რეფორმაზე იმუშავებს, ამ წუთებში პარლამენტში გაფართოებულ შეხვედრას მართავს. მთავარი თემაა ევროკომისიის რეკომენდაციების კონკრეტული პუნქტის შესრულება, რომელიც ეხება სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს. სხდომას ესწრებიან უმრავლესობა, ოპოზიციის ნაწილი, სახელმწიფო უწყებები და არასამთავრობოები. რეკომენდაცია გულისხმობს გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის მიღებას.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი აცხადებს, რომ სანამ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება მანამდე აუცილებელია სისტემის სრულყოფილი შეფასება.
"ჩვენი შეფასებით მართლმსაჯულების სისტემაში არსებობს არაერთი სისტემური გამოწვევა, თუმცა აუცილებელია ყველა პრობლემის სათანადოდ იდენტიფიცირებაა და მათი ერთად თავმოყრა. ამ ფონზე, ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო ის, რომ სანამ გამოსავლის გზებზე მსჯელობაზე გადავალთ მანამდე აუცილებელია სისტემის სრულყოფილი შეფასება. სანამ რეცეპტებს დავწერთ სასამართლო რეფორმისთვის აუცილებელია დიაგნოზების დასმა და ამ დიაგნოზების დასასმელად ყველაზე სწორი და ადეკვატური მექანიზმის არის საპარლამენტო დროებითი კომისიის შექმნა. ჩვენ აქამდეც ვაჟღერებდით ამას და დღესაც სამწუხაროდ ვერანაირი შემხვედრი პოზიციები ვერ მოვისმინეთ",-აცხადებს გურამ იმნაძე.