15 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
ზაპოროჟიეში მიმდინარე მძიმე ბრძოლების ფონზე ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დგას - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ზაპოროჟიეში მიმდინარე მძიმე ბრძოლების ფონზე ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დგას.

უკრაინის პრეზიდენტმა მარცვლეულის ექსპორტის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინული პორტები მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ სამმა გემმა დატოვა.

ვოლოდიმირ ზელენსკი გემების უსაფრთხო გადაადგილებაზე პასუხისმგებლობას საერთაშორისო პარტნიორებს აკისრებს.

"საექსპორტო მარცვლეულის სამმა გემმა ჩვენი პორტები დატოვა - ოდესიდან და ჩერნომორსკიდან. ბორტზე თითქმის 60 ათასი ტონა მარცვლეულია, რომელსაც მომხმარებლები თურქეთში, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ელოდებიან. თუ პარტნიორები არ დაუშვებენ ახალ რუსულ პროვოკაციებს, შესაძლოა დავძლიოთ მსოფლიოსთვის საშიში სასურსათო კრიზისი.

რთული ვითარება რჩება ენერგეტიკულ ბაზარზე, განსაკუთრებით ევროპელი მომხმარებლისთვის. რუსეთი ისევ გაზით შანტაჟის გზას მიმართავს. ეს არის რუსეთის ანტიევროპული და ანადამიანური პოლიტიკის შედეგი. ეს არის ევროპელების ძველი შეცდომების შედეგი, რომელთაც არ უნდოდათ დაენახათ, რომ გაზი რუსეთისთვის ისეთივე იარაღია, როგორც ტანკები და არტილერია.

დღეს ოკუპანტებმა მთელი ევროპისთვის კიდევ ერთი უკიდურესად სარისკო ვითარება შექმნეს – დაბომბეს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ორჯერ. ეს არის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური ჩვენს კონტინენტზე. და ამ ობიექტის დაბომბვა არის ღია და თავხედური დანაშაული, ტერორისტული აქტი,"- აღნიშნა ზელენსკიმ. 

დღის ამბები