15 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
ვფიქრობ, რომ ჩემს მიერ წარდგენილი ინიციატივები და შეხედულებები მისაღები იქნება პარლამენტის წევრებისთვის - ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი

პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტზე პარლამენტს რევაზ ეგაძის და თამარ ალფაიძის კანდიდატურები გადაუგზავნა. სალომე ზურაბიშვილმა მოქმედი თავმჯდომარის წარდგენაზე უარი თქვა. მას ვადა 15 აგვისტოს იწურება. ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე კი კანონმდებლებთან ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურებია გადაგზავნილ. 

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატი რევაზ ეგაძე თვლის, მის მიერ წარდგენილი ინიციატივები პარლამენტისთვის საინტერესო იქნება. 

"კურსი უნდა გაგრძელდეს საზოგადოებისთვის სასარგებლო ცვლილებებისთვის. ვფიქრობ, რომ ჩემს მიერ წარდგენილი ინიციატივები და შეხედულებები მისაღები იქნება პარლამენტის წევრებისთვის. კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს და განვითარდეს ის კურსი, რომელიც აღებულია ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობისთვის და მომავალი უკეთესობისთვის,"-აცხადებს რევაზ ეგაძე

დღის ამბები