სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით, გამოხმაურება მოჰყვა მმართველ გუნდშიც. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატურას "ქართული ოცნების" მხარდაჭერა არ ექნებათ.
"როგორც ჩანს ამ ნაბიჯით სალომე ზურაბიშვილმა გაუგზავნა "ნაციონალურ მოძრაობას" გზავნილი, რომ დიახ, ჩემდა სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვავ, რომ ის როგორც ჩანს მზად არის ისეთ დემორალიზებულ პოლიტიკურ ძალას, როგორიც არის "ნაციონალური მოძრაობა" ახლა უკვე თვითონ ჩაუდგეს ირიბად თუ პირდაპირ სათავეში. კანდიდატი, რომლის გაკეთებული საქმეც იხილა ჩვენმა საზოგადოებამ და კონკრეტული შედეგებით იხილა საერთაშორისო დამკვირვებლებმა. ასეთ დროს, როდესაც ამ ნაბიჯს დგამ ჩვენი მხარდაჭერა ბუნებრივია ამ კანდიდატებს არ და ვერ ექნებათ," - აცხადებს ალუდა ღუდუშაური.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, არ თვლის, რომ გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატურის სახით განხილვას არ იმსახურებდა. მისივე თქმით, ძალიან საინტერესოა, რამ შეცვალა პრეზიდენტის ხედვა ამ საკითხების ირგვლივ,
ინფორმაციისთვის: პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა და პარლამენტს ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა.