20 აპრილი 2024,   16:08
ვრცლად
კასპიდან 27 წლის ბიჭი გაუჩინარდა

კასპში 27 წლის ახალგაზრდას ეძებენ. სოფელ გომში მცხოვრებ ბექა რევაზიშვილს ოჯახის წევრები ამ დრომდე ვერ უკავშირდებიან და დახმარებას ითხოვენ. 

"27 წლის ბექა რევაზიშვილი გუშინ დაახლოებით, 13:00 საათზე გავიდა სახლიდან, ეცვა შავი პერანგი წითელი ზოლებით, სავარაუდოდ, შარვალი და თავზე ეფარა კრემისფერი პანამა. თუ ვინმეს სადმე შეგხვდათ, ან თვალი მოკარით, გთხოვთ, დამიკავშირდეთ. ყველა დეტალს აქვს დიდი მნიშვნელობა - 568245855," - წერს ინტერნეტმომხმარებელი ინგა რევაზიშვილი.

დღის ამბები