19 აპრილი 2024,   17:04
ვრცლად
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რამხელა რისკებია საქართველოსთან დაკავშირებით რუსული აგრესიის მხრივ და ამ რისკების გაცნობიერებით იმოქმედოს სახელმწიფომ - პაპუაშვილი

14 წელი 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან. დილიდან მუხათგვერდის სასაფლაოზე რუსული აგრესიის დროს დაღუპულებს იხსენებენ. აგვისტოს ომის გმირებს პატივი უკვე მიაგო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. მან გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ცერემონიაზე პრემიერთან ერთად იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.მისი თქმით, მნშვნელოვანია სწორად იქნას გააზრებული რუსული აგრესია და საქართველომ, როგორც სახელმწიფომ იმოქმედოს შესაბამისად. 

"14 წელი გავიდა 2008 წლის ომიდან, ეს წლები არის ერთის მხრივ ის წლები, როდესაც ჩვენი სახელმწიფო, დაღუპულების ოჯახები ყოველდღიურად ვფიქრობდით იმ მსხვერპლზე, რომელიც ჩვენმა სამხედროებმა და სამოქალაქო პირებმა გაიღეს ამ ომის დროს. 400-ზე მეტი დაღუპული სამხედრო და სამოქალაქო პირი, 2000-ზე მეტი დაჭრილი სამხედრო და სამოქალაქო პირი.

ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით, მათ შორის რუსული აგრესიის მზარდ ხასიათს, ჩვენ ვნახეთ, სამწუხაროდ იმის გამო, რომ შესაძლოა სათანადო რეაგირება თავის დროზე 2008 წელს არ ჰქონდა საერთაშორისო საზოგადოებას ვნახეთ, თუ რა მოჰყვა 2014 წელს უკრაინაში, ვნახეთ, თუ როგორ გაგრძელდა 2022 წელს უკრაინაში. ეს არის ერთი მთლიანი აგრესიის ნაწილი და მნიშვნელოვანია სწორედ ამ  გადმოსახედიდან ჩვენ ვიცოდეთ, თუ რამხელა რისკები არის საქართველოსთან დაკავშირებით რუსული აგრესიის მხრივ და სწორედ ამ რისკების გაცნობიერებით იმოქმედოს ჩვენმა სახელმწიფომ,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

დღის ამბები