15 ნოემბერი 2024,   11:03
ვრცლად
სანამ მორიგ მავნებლურ და ფეიკკამპანიას დააორგანიზებენ, ცუდი არ იქნება ცოტა მეტი წიკითხონ ქვეყნის უახლეს ისტორიაზე - დავით მათიკაშვილი ოპოზიციას

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, სოციალურ ქსელში, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც პრემიერი ამბობს, რომ რუსეთი ოკუპაციას 14 წელია ახორციელებს. მათიკაშვილი წერს, რომ პრემიერის ამ ფრაზის გამო, ნაცების დაორგანიზებულმა პიარმა შეუტია:

"ირაკლი ღარიბაშვილს შეუტია ნაცების დაორგანიზებულმა პიარმა, რატომ თქვა, 14 წელია რუსეთი ოკუპაციას ახორციელებსო. კამპანიის ავტორებს, როგორც ჩანს, ბოლოდროინდელი თემების ელემენტარული ცოდნაც კი არ აქვთ, რადგან:

სტრასბურგის სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაში, რომელიც ორი წლის წინ მოვიგეთ, სხვა საკითხებთან ერთად ჩაიწერა, რომ რუსეთი 2008 წლიდან ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს ორ რეგიონზე. ამით საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში პირველად გაჩნდა იურიდიული დოკუმენტი იმის შესახებ, რომ რუსეთი უკვე 14 წელია ახორციელებს ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაციას.

გარდა იურიდიული მტკიცებულებისა, ფაქტობრივი მოცემულობა იყო ის, რომ მანამდე რუსული ჯარი ამ რეგიონებში სამწუხაროდ სამშვიდობოების სტატუსით იდგა და რაც მთავარია, გაეროს მანდატით!

ამიტომ, სანამ მორიგ მავნებლურ და ფეიკკამპანიას დააორგანიზებენ, ცუდი არ იქნება ცოტა მეტი წიკითხონ ან გაიგონ საკუთარი ქვეყნის უახლეს ისტორიაზე,"- წერს დავით მათიკაშვილი. 

დღის ამბები