15 ნოემბერი 2024,   11:21
ვრცლად
რუსეთთან თანამშრომლობის მტკიცებულება არის ხელისუფლების ყოველდღიური საქმიანობა - ოპოზიციის წარმომადგენლები პოდოლიაკის განცხადებას აფასებენ

მიხეილ პოდოლიაკის განცხადებას უკვე უპასუხეს თბილისში. ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებამ უფრო მკაფიო ნაბიჯები უნდა გადადგას და ღიად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია.

"რა ხდება საბაჟო სისტემაში, ფულად-საკრედიტო სისტემაში, როგორი უკონტროლო შემოდინება ხდება მიგრანტების რუსეთიდან - ყველაფერი მიუთითებს, რომ "ქართული ოცნება" პირდაპირ კავშირში არის რუსეთის ფედერაციასთან. საქართველო აქციეს სანქციების თავის არიდების ასპარეზად რუსეთის ფედერაციისათვის,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე, ლევან ბეჟაშვილი.

"რუსეთთან თანამშრომლობის მტკიცებულება არის ყოველდღიური საქმიანობა და მათი გამონათქვამი რუსეთთან მიმართებაში, თუმცა თუკი ვინმეს კიდევ სხვა მტკიცებულება აქვს, ესეც უნდა იყოს განხილული,"- ამბობს პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.

დღის ამბები