15 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
დღეს, ანტიკორუფციულ საკითხებთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფი პირველ შეხვედრას გაფართოებული მასშტაბით მართავს, საკითხები ერთობლივი მსჯელობის შედეგად უნდა გამოიკვეთოს - ანრი ოხანაშვილი

ანტიკორუფციულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფი პარლამენტში იკრიბება, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მუშაობა გრძელდება. შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში ამ წუთებში იწყება.

ფორმატი უცვლელია. ოპოზიციის ნაწილი შეხვედრას არ ესწრება. ისინი ამბობენ, რომ მათ საკუთარი დღის წესრიგი აქვთ.

პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ 12 პუნქტიან გეგმაზე მთავრობასთან ერთად მუშაობას არ აპირებს.

"ფასადურ, ფუჭ საქმიანობაში არ შეიძლება მონაწილეობის მიღება. ჩვენ შევთავაზეთ მმართველ გუნდს, რომ ანტიკორუფციაზე გვესაუბრა პარლამენტში, სხდომაზე, რიგგარეშე სხდომაზე ან სესიაზე, თუმცა მათ უარი თქვეს, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს რამდენად მოწადინებულები არიან ისინი, რომ ანტიკორუფციული ღონისძიებები განიხილებოდეს პარლამენტში", - აცხადებს ჩიხლაძე.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტს, როგორც ინსტიტუციას ბოიკოტი გამოუცხადა. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრები მნიშვნელოვანი ნაბიჯია. 

"დღეს, სამუშაო ჯგუფი პირველ შეხვედრას გამართავს გაფართოებული მასშტაბით. რა თქმა უნდა, ჩვენს გუნდს აქვს თავისი ხედვა და მოსაზრება, თუმცა სამუშაო ჯგუფი უნდა იყოს კონსოლიდირებული. ასე რომ ერთობლივი მსჯელობის შედეგად უნდა გამოიკვეთოს საკითხები",- აცხადებს ოხანაშვილი

დღის ამბები