15 ნოემბერი 2024,   11:57
ვრცლად
ეს არის მორიგი შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული განცხადება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ - ირაკლი ქადაგიშვილი პოდოლიაკის განცხადებაზე

მმართველ გუნდში, უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებასშურაცხმყოფელს უწოდებენ. ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ეს პოდოლიაკის მხრიდან გაკეთებული მორიგი პროვოკაციული განცხადებაა. 

"ეს არის პოდოლიაკისა და უკრაინის პოლიტიკური ისტებლიშმენტის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან, მორიგი შეურაცხმყოფელი განცხადება საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ. ამ მხრივ, სამწუხაროდ, ახალი არაფერი არ არის. ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაციული განცხადებები, რომელიც მიზნად ისახავს ერთადერთ რამეს და ეს არის, რა თქმა უნდა, ის, რომ საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას შეუწყოს ხელი", - აცხადებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი.

პარტია "ლელოს" წევრი საბა ბუაძე კი აცხადებს, რომ ელოდება პარტნიორები, რომლებიც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, კონკრეტულ მტკიცებულებებს წარმოადგენენ:

"არსებობს ასეთი მძიმე ბრალდებები და ის, რომ ხელისუფლება დუმს და არ აქვს იმის მორალური რესურსი, რომ ამ ბრალდებებს სიმართლით დაუპირისპირდეს სიმართლით, არის უკვე იმის ინდიკატორი, რომ საქართველოს ხელისუფლება მართლაც ჩარეული იყოს საერთაშორისო მასშტაბის სკანდალში. მე ველოდები, რომ პარტნიორები, რომლებიც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, კონკრეტულ მტკიცებულებებს წარმოადგენენ,"- აცხადებს "ლელოს" წევრი საბა ბუაძე. 

დღის ამბები