15 ნოემბერი 2024,   11:53
ვრცლად
ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად ვდგავართ რუსეთის სასტიკი კოლონიალიზმის წინააღმდეგ - ჰელსინკის კომისია

14 წლის წინ საქართველოში, მსოფლიოსთვის დასანახად გამოვლინდა რუსეთის ძალადობრივი იმპერიული ზრახვები, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისია წერს "ტვიტერზე", რითაც აგვისტოს ომს ეხმაურება.

ჰელსინკის კომისია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, იმუშაოს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა შეაჩეროს რუსეთის მავნე გავლენა და გააძლიეროს რეგიონული უსაფრთხოება.

"ყალბი საბაბით დაწყებული თავდასხმის შემდეგ, რუსეთის ძალებმა მოახდინეს ათობით ათასი ადამიანის ეთნიკური წმენდა, განახორციელეს უაზრო ნგრევა და დღეისთვის ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი. ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ვდგავართ რუსეთის სასტიკი კოლონიალიზმის წინააღმდეგ.

ვინაიდან რუსეთი აგრძელებს თავის ოკუპაციას და ჩადის გენოციდს უკრაინაში, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას იმუშაოს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, რათა შეაჩეროს რუსეთის მავნე გავლენა და გააძლიეროს რეგიონული უსაფრთხოება," - წერია განცხადებაში.

დღის ამბები