15 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
ჩვენი შეიარაღებული ძალები, დაზვერვა და სამართლდამცვავი ორგანოები უპასუხოდ არ დატოვებენ დნეტროპეტროვსკის დაბომბვას- ვოლოდიმირ ზელენსკი

დნეტროპეტროვსკზე განხორციელებული თავდასხმა, რასაც 13 ადამიანი ემსხვერპლა უპასუხოდ არ დარჩება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ომის დასრულების ვადა დამოკიდებულია რუსული მხარის დანაკარგების ოდენობაზე.

"ჩვენი შეიარაღებული ძალები, დაზვერვა და სამართლდამცვავი ორგანოები უპასუხოდ არ დატოვებენ დნეტროპეტროვსკის დაბომბვას. 13 ადამიანი დაიღუპა მარგანცზე ოკუპანტების დარტყმისგან. კიდევ ათზე მეტი დაჭრილია, ხუთი – მძიმე მდგომარეობაში.

ეს რუსული ტერორის მორიგი გამოვლინებაა, როგორც დარტყმები მიკოლაევზე, ხარკოვზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საჭიროა უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდა. რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი იარაღი და რაც უფრო შორ მანძილზე მოქმედი, მით უფრო სწრაფად დასრულდება ეს სასტიკი ომი. რაც უფრო მეტი დანაკარგი ექნება, მით უფრო მალე გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას და უზრუნველვყოფთ უსაფრთხოებას უკრაინაში,"- აცხადებს ზელენსკი.

დღის ამბები