26 აპრილი 2024,   18:35
ვრცლად
ომის 170-ე დღე - ოკუპანტი, სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე საჰაერო და სარაკეტო დარტყმებს განაგრძობს

ღამით, ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქზე სარაკეტო შეტევა 7-ჯერ განახორციელეს. თავდასხმებს დონეცკის ოლქში 7 ადამიანი ემსხვერპლა, 14 კი დაშავდა. დნეპროპეტროვსკის ოლქში, რუსულმა არმიამ ცეცხლი ორ რეგიონს გაუხსნა, არიან დაჭრილები. 10-ჯერ დაარტყეს ქალაქ ნიკოპოლს - დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა ხერსონისა და ხარკოვის ოლქებშიც,დაიბომბა სუმის რაიონი.

"მტერი აგრძელებს საჰაერო და სარაკეტო დარტყმებს სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე. ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირება დონეცკის მიმართულებით ხდება. ვოლინის, პოლისის და სევერსკის მიმართულებებზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა. მიმდინარეობს დამატებითი აქტივობები ბრიანსკის რეგიონში უკრაინა-რუსეთის საზღვრის მონაკვეთის დაცვის გასაძლიერებლად. მტერმა ცეცხლი გახსნა ხარკოვის მიმართულებით. საჰაერო დარტყმები განახორციელეს რტიშჩივკასა და ვერხნი სალტოვთან. ჰორლივკა - ზაიცევეს მიმართულებით განხორციელებული შეტევის შედეგად, ოკუპანტმა ნაწილობრივ წარმატებას მიაღწია. მათ შეტევითი ბრძოლები აწარმოეს ივანო-დარიივკას, ვიიმკას, ბახმუტის, ვესელა დოლინას და კოდემას დასახლებების მიმართულებით, თუმცა წარუმატებელი აღმოჩნდა და უკან დაიხიეს. საომარი მოქმედებები გრძელდება. მტერმა საჰაერო დარტყმები განახორციელა მარინკასა და ვოდიანის მახლობლად. ბრძოლები სოფელ პისკის მახლობლად გრძელდება. საჰაერო დარტყმები დაიწყო ვუგლედართან, მალის შჩერბაკთან და ნოვომიხაილივკასთან. პივდენობუზკის რეგიონში, ჩვენი ქვედანაყოფების მოქმედებების შეფერხების მიზნით, მტერმა ცეცხლი გაუხსნა თავდაცვის ძალების პოზიციებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებს. მტრის საზღვაო ჯგუფი თავის ძირითად ძალისხმევას მიმართავს დაზვერვის ჩატარებაზე, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სამოქალაქო გემების ბლოკირებაზე და უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში სამხედრო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმისკენ. უკრაინელი დამცველები ზარალს აყენებენ რუს ოკუპანტებს ყველა მიმართულებით, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს",- აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი ოლექსანდრ სტუპუნი.

 

დღის ამბები