"ქართული ოცნებიდან" გასული დეპუტატების წერილზე, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დეტალურად მას ვერ განიხილავენ.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ამ კონკრეტულმა დეპუტატებმა სწორედ იმიტომ დატოვეს გუნდი, რომ სურდათ, საკუთარი პოზიცია დამოუკიდებლად ეთქვათ საზოგადოებისთვის.
"ჩვენი ყოფილი კოლეგების განცხადებებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, დეტალურ განხილვაში ვერ შევალთ. მათ სწორედ იმიტომ დატოვეს გუნდი, რომ სურდათ საკუთარი პოზიცია დამოუკიდებლად ეთქვათ საზოგადოებისთვის. ჩვენი მხრიდან, შემიძლია ცალსახად ვთქვა - საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერის შემთხვევაში, ჩვენი გუნდი მომავალშიც უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობას, უსაფრთხოებას და საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს",- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.