15 ნოემბერი 2024,   11:21
ვრცლად
"წლის ბოლოს , როცა შევასრულებთ ამ 12 პუნქტს, წუხილები გარკვეული მიმართულებებით გაქარწყლდება" - "ქართული ოცნება" ევროკავშირის ანგარიშზე

მმართველი გუნდი ევროკავშირის მიერ საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აფასებს. სახელისუფლებო გუნდი დოკუმენტში ჩაწერილ გასატარებელ რეფორმებზე და იმ წარმატებებზე საუბრობს, რომელიც საქართველომ მოიპოვა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ რეფორმებზე მუშაობა გრძელდება და წლის ბოლოს ქვეყანა 12 რეკომენდაციას შეასრულებს.

"აქ არის, რა თქმა უნდა, მითითებები შესასრულებელ სამუშაოებზე, გასატარებელ რეფორმებზე, ნაკლოვანებებზე და ასევე არის საუბარი იმ წარმატებებზე, რომლებიც, ასოცირების დღისწესრიგის ფარგლებში, ხელშესახებად აქვს საქართველოს მოპოვებული და წარმოდგენილი. საუბარია იმ განგრძობით რეფორმებზე, რომელიც დღის წესრიგიდან გამომდინარეობს, იმ წინსვლებზეა საუბარი და მუშაობა ამ მიმართულებით გაგრძელდება და მე ვფიქრობ, რომ წლის ბოლოს ჩვენ, როცა შევასრულებთ ამ 12 პუნქტს, წუხილები გარკვეული მიმართულებებით ნიველირდება და გაქარწყლდება, მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, ამისთვის "ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს და არაფერს არ დაიშურებს," - აცხადებს ცაგარეიშვილი.

დღის ამბები