21 დეკემბერი 2024,   18:42
ვრცლად
თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ადმინისტრაციას არ ჰქონდა ინფორმაცია FBI-ს მიერ ტრამპის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ადმინისტრაციას არ ჰქონდა ინფორმაცია გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ. ასევე, არაფერი იცოდნენ იუსტიციის დეპარტამენტის მიმდინარე გამოძიების სტატუსზე.

თეთრი სახლის პრესსპიკერის კარინ ჟან-პიერის თქმით, საქმე პოლიტიზირებული არ არის.

"ჩვენ არ ვერევით. ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია ზუსტად ისევე მივიღეთ, როგორც ამერიკელმა ხალხმა, მედიასაშუალებების მეშვეობით. ასე გავიგეთ, რა ხდება. როდესაც საქმე ეხება სამართალდამცავ ორგანოებს, იუსტიციის დეპარტამენტი დამოუკიდებელია. ეს არის ის, რისიც ჩვენ გვჯერა და ეს არის ის, რაც პრეზიდენტმა განაცხადა. პოლიტიზირება არაფერ შუაშია," - აცხადებს კარინ ჟან-პიერი.

9 აგვისტოს, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის ფლორიდაში მდებარე სახლში ჩხრეკა ჩაატარა, საიდანაც მასალები ამოიღეს. გამოძიება ყოფილი პრეზიდენტის მიერ თეთრი სახლიდან საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გატანის საქმეზე მიმდინარეობს.

დღის ამბები