21 დეკემბერი 2024,   18:39
ვრცლად
რა ეღირება დოლარი და ევრო 16 აგვისტოს - ეროვნული ვალუტის ახალი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომელიც 16 აგვისტოდან ამოქმედდება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.0788-ით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7877 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის  ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.0546-ით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8426 ლარი გახდა.

ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან გაუფასურდა 0.0807-ით, გირვანქა სტერლინგის ღირებულებამ 3.3636  ლარი შეადგინა.

რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან ლარი 0.0044-ით გაუფასურდა . ლირის ღირებულება 0.1552 ლარი გახდა.

დღის ამბები