15 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
დამწუხრებული ვარ ერევანში მომხდარი აფეთქების გამო, მწუხარებას გამოვთქვამ ოჯახების მიმართ, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, ერევანში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.

"დამწუხრებული ვარ ერევანში მომხდარი აფეთქების გამო. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ოჯახების მიმართ, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები. ასევე ძალას და გამძლეობას ვუსურვებ სასწრაფო დახმარების მუშაკებს. მე სომეხი ხალხის გვერდით ვდგავარ",- წერს სალომე ზურაბიშვილი. 

ერავანში სავაჭრო ცენტრი​ აფეთქდა, შედეგად კი, ამ დროის მონაცემებით, 7 ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულების რაოდენობა კი 60-ზე მეტია. 

დღის ამბები