09 მაისი 2024,   05:41
ვრცლად
სამხრეთ ნორვეგიაში ხიდი მაშინ ჩაინგრა, როდესაც მასზე სატვირთო და მსუბუქი ავტობომილები გადაადგილდებოდნენ

სამხრეთ ნორვეგიაში, დაახლოებით 150 მეტრის სიგრძის ხიდი ჩაინგრა - ამის შესახებ BBC წერს.

მათივე ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ხიდზე სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები გადაადგილდებოდნენ, სადაც მარტო მძღოლები ისხდნენ. მაშველებმა მათი გადარჩენა შეძლეს.

BBC- ის ცნობით, ხიდი 2012 წელს გაიხსნა და 2021 წელს შემოწმდა.

ნორვეგიის საზოგადოებრივი საავტომობილო გზების ადმინისტრაციის ინფორმაციით, მომხდარზე დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყება.

დღის ამბები