გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი მთავარი საკითხი, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და 2008 წლის აგვისტოს ომი იყო.
სხდომის შემდეგ, 8 ქვეყანამ საქართველოს მხარდასაჭერად ერთობლივი განცხადება გააკეთა.
აღინიშნა, რომ 2008 წელს საქართველოში რუსეთის ომი, კრემლის აგრესიული პოლიტიკის დასაწყისი იყო არა მხოლოდ მეზობელი ქვეყნების, არამედ ევროპის უსაფრთხოების მიმართაც.
"2008 წლის აგვისტოში რუსეთის შეჭრამ საქართველოში, უფრო აგრესიული ტენდენცია დააფუძნა რუსეთის პოლიტიკაში მის მეზობელ ქვეყნებთან და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურასთან დაკავშირებით. დღეს, ჩვენ ვართ მოწმე უკრაინაში, რომ რუსეთი ამ გზას აგრძელებს. ჩვენ მტკიცედ ვადასტურებთ საქართველოს მხარდაჭერას მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვწუხვართ, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მუდმივად უხეში დარღვევის გამო. ჩვენ ვგმობთ რუსეთის უკანონო შეჭრას და მუდმივ სამხედრო ყოფნას და კონტროლის განხორციელებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სამხრეთ ოსეთის საქართველოს განუყოფელ ნაწილებზე და მის ნაბიჯებს საქართველოს ამ რეგიონების ანექსიისკენ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის პროვოკაციებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომის პარალელურად მიდის, ასევე ვგმობთ საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ყოფნისა და სამხედრო წვრთნების გაძლიერებულ ე.წ ბორდერიზაციის პროცესს, უკანონო დაკავებებს და ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებას, გადაადგილების თავისუფლებისა და ე.წ. გადასასვლელების ხანგრძლივად დაკეტვას, ეთნიკური ქართველების მიმართ დისკრიმინაციას გალისა და ახალგორის რაიონებში და მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვას.
ჩვენ ასევე მწუხარებით ვიხსენებთ საქართველოს მოქალაქეების დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის გამოუძიებელ მკვლელობებს, რომელთა დამნაშავეები ჯერ არ არიან დასჯილნი და პასუხისგებაში მიცემულნი. ვიხსენებთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებას, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებზე, სამხრეთ ოსეთში, ის პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებზე, სამხედრო ტყვეების წამებაზე, არაადამიანურ დამამცირებელ მოპყრობაზე, რომელიც ხელს უშლის ქართველებს სახლებში დაბრუნებას და ადამიანის უფლებათა დარღვევის გამოძიებას.
ჩვენ ასევე ხაზს ვუსვამთ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს 2022 წლის ივნისის გადაწყვეტილებებს, დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ2008 წელს რუსეთის შემოჭრის დროს ჩადენილი ომის დანაშაულებებისთვის. ღრმად შეშფოთებულნი ვართ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, არცერთ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმს არ ჰქონდა მინიჭებული და ეზღუდებოდა წვდომა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონზე სამხრეთ ოსეთში. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ დაუყონებლივ შეუფერხებლად მიეცეს წვდომა ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს და ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო და რეგიონალურ მექანიზმებს, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ხაზს ვუსვამთ საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის საჭიროებას, რომელიც დაფუძნებულია საერტაშორისო კანონმდებლობაზე განსაკუთრებით რუსეთის მიმდინარე აგრესიის კონტექსტში უკრაინის წინააღმდეგ. დღეს, ჩვენ რუსეთის ფედერაციას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სრულად განახორციელოს ევროკავშირის მედიაციით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის იმპლემენტაცია, გაიწვიოს საკუთარი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტოორიიდან დაუყოვნებლივ",- აცხადებს აცხადებს ალბანეთის მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ფერიტ ჰოხა.