21 დეკემბერი 2024,   18:56
ვრცლად
განსხვავებული მოსაზრებების თაობაზე, რა საკვირველია გვექნება შესაძლებლობა, რომ დისკუსია წარიმართოს - სარჯველაძე "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების განცხადებაზე

"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების მორიგ განცხადებაზე, შეფასებები მმართველ გუნდში გააკეთეს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ იმ საკითხებთან მიმართებით, რაშიც შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები არსებობდეს, იქნება შესაძლებლობა, სამუშაო ჯგუფის ფორმატში დისკუსია წარიმართოს.

"დიდი ინტერესით გავეცანი ამ დოკუმენტს, არის რეკომენდაციები, რომლებიც მეც ნამდვილად ჭკუაში მიჯდება, არის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც შეიძლება გვქონდეს განსხვავებული მოსაზრება. ასეთი განსხვავებული მოსაზრებების თაობაზე, ჩვენ რა საკვირველია გვექნება შესაძლებლობა, რომ დისკუსია წარიმართოს იგივე სამუშაო ჯგუფის ფორმატში და ამ საკითხების ირგვლივ საჯარო დისკუსიების წარმართვის საჭიროება ვფიქრობ რომ არ არსებობს. ალბათ ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩვენი ფრაქციის ყოფილი წევრები, ჩვენი კოლეგები და ჩვენ არ ვართ ახლა ერთ პოლიტიკურ პლატფორმაზე", - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები