15 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
ძალიან დიდ იმედი მაქვს, რომ ჩვენი მუშაობა ამ შემთხვევაში სინქრონული და ერთმანეთისთვის პროდუქტიული იქნება - მიხეილ სარჯველაძე ომბუდსმენის არჩევაზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ომბუდსმენის არჩევის მომენტში ყველას ჩართულობა მნიშვნელოვანია. თუმცა, მმართველი გუნდის წარმომადგენელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობამ არ უნდა დააკნინოს პოლიტიკური აქტორები. 

"ყველას ჩართულობას, რა თქმა უნდა, საკითხების მომზადების და დისკუსიის პროცესში მივესალმები. ჩვენც გვაქვს ნამუშევარი, ჩვენც გვაქვს მოსაზრებები, რომელსაც საზოგადოება შეიტყობს, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებაც. ძალიან დიდ იმედი მაქვს, რომ ჩვენი მუშაობა ამ შემთხვევაში სინქრონული და ერთმანეთისთვის პროდუქტიული იქნება. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა დააკნინოს პოლიტიკური აქტორების ჩართულობა,"-აცხადებს მიხეილ სარჯველაძე. 

სამოქალაქო სექტორი ომბუდსმენის კანდიდატების შერჩევას იწყებს. ინიციატივას 50-მდე ორგანიზაცია უერთდება, როგორც გამართულ ბრიფინგზე ითქვა, ევროკომისიის დასკვნის თანახმად, სახალხო დამცველის კანდიდატის დასახელებისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს დამოუკიდებელ კანდიდატს და პროცესი უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ. სწორედ ამ რეკომენდაციის შესრულების მიზნით პროცესს არასამთავრობო სექტორი თავად იწყებს.

დღის ამბები