ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე პარლამენტი მუშაობას აგრძელებს. დღეს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართება. პარტნიორი ორგანიზაციებით დაკომპლექტებულ სამუშაო ჯგუფში, ევროკავშირის მე-9 რეკომენდაციაზე იმსჯელებენ. ეს პუნქტი გულისხმობს ძალისხმევის გაერთიანებას გენდერული თანასწორობისთვის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ.
"ჩვენ ამ პროცესიდან ყველა მიმართულებით, 12 პუნქტზე დადგენილი გრაფიკის მიხედვით გვექნება კონკრეტული შედეგები და ჩვენ იმ გრაფიკს მივყვებით. მიუხედავად იმისა ევროკომისია თავისი განცხადებიდან გამომდინარე, წელს წლის ბოლოს გააკეთებს შეფასებას იმ პროგრესისა, რასაც საქართველო ამ კონკრეტული რეფორმებით განახორციელებს, თუ ეს გადავა 2023-ში.
ჩვენ ამოვდივართ იმ პრინციპიდან, რომ ეს არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მისაღებად, მაგრამ პირველ რიგში ეს მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის და იმ პროგრესისთვის, რომელიც ამ რეფორმებთან არის დაკავშირებული,"-აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე.