15 ნოემბერი 2024,   11:54
ვრცლად
"ეს შენობა ბიძინასი კი არ არის, იმ ხალხის არის, ვინც რუსთაველზე იყო შეკრებილი და რა პრობლემაა, რომ შევიდნენ და იქიდან წიხლებით გამოყარონ" - ზურაბ ჯაფარიძე

 

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ხელისუფლების შესაცვლელად ის ყველაფერზეა წამსვლელი, მასიური პროტესტის შემთხვევაში კი ბევრი ნაბიჯის გადადგმა შეიძლება, მათ შორის შენობების აღება, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ აღვიქვამთ სიტუაციას. მისი თქმით, მთავარია ამის გააზრება საზოგადოებაში, რომ ის შენობა ბიძინას კი არ ეკუთვნის არამედ ხალხს ეკუთვნის და ამ შემთხვევაში პრობლემა არ არის იქ შევიდნენ და წიხლებით გამოყარონ ვინც იქ არიან. 

"ბევრ რამეზე, მათ შორის შენობების აღებაზე. ჩემი აზრით ისევ იგივე ადგილამდე მივდივართ, თუ როგორ ვუყურებთ ამ რეალობას. ან მე ვარ გიჟი, ან ჩვენ ერთნაირად უნდა ვუყურებდეთ ამ სიტუაციას. ვიღაცები გვაზიან თავზე, რომელსაც მაგისი ლეგიტიმაცია არ აქვთ. შესაბამისად ისინი სადაც არ უნდა ისხდნენ, რომელ შენობაშიც, რასაც არ უნდა აკეთებდნენ, რა კანონებსაც არ უნდა იღებდნენ, რასაც არ უნდა გვიბრძანებდნენ, როგორც არ უნდა გვარეგულირებდნენ, ყველაფერი არალეგიტიმურია. ამას ან უპირისპირდები ან არ უპირისპირდები. თუ უპირისპირდები და თუ დაპირისპირების გზა მათ შორის გადის იმაზე, რომ შენობიდან გამოაგდო ვიღაცა, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ 20 ივნისს ვინც იყვნენ შეკრებილები ისინი ამ განწყობით და ამის გააზრებით იყვნენ მოსულები. ეს შენობა ბიძინასი კი არ არის, იმ ხალხის არის, ვინც რუსთაველზე იყო შეკრებილი და რა პრობლემაა, რომ შევიდნენ და იქიდან წიხლებით გამოყარონ, თუნდაც ვინც იქ არიან," - აცხადებს ჯაფარიძე. 

მისივე თქმით, ოპოზიცია თუ ისე გააგრძელებს როგორც დღეს იქცევა, "2024 წელსაც ვერაფერს ვერ ცდის".

"ასე თუ გააგრძელებს ოპოზიცია 2024-ში ვერაფერს ვერ ცდის, ეს შემიძლია გითხრათ. ეს ტრადიციული მოლოდინი, მოყოლებული 2013 წლიდან, 2013 საპრეზიდენტოზეც კი ვიღაცები იყვნენ, ვინც მაგ განწყობით იყო, რომ გავა დრო და ნელ-ნელა და ხალხს გული აუცრუვდება "ოცნებაზე" და ეს საკმარისი იქნება. ამიტომ ეს მოლოდინი, რომ 2024-მდე კიდევ უფრო მეტს აუცრუვდება გული და უცებ ჩვენ ამიტომ ჩაგვაბარებენ ძალაუფლებას... ამათ ძალაუფლება შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ წაართვა," - აცხადებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. 

დღის ამბები