15 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
საკომიტეტო მოსმენებზე ჩვენი მომზადებული წინადადებებით მივალთ, რაც ქვეყანას დაეხმარება, რომ ეღირსოს სამართლიანი სასამართლო - პაატა მანჯგალაძე

პარლამენტში მორიგი სამუშაო შეხვედრა იმართება, მონაწილეები საარჩევნო კოდექსზე მსჯელობენ. მიზანი, ევროპის 12 პუნქტიდან ერთ-ერთის შესრულებაა.

შეხვედრას ისევ არ ესწრება ოპოზიციის ნაწილი, ის პარტიები კი, ვინც კონსულტაციებში ჩართული არიან, რამდენიმე საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას, მათ შორის საარჩევნო ბარიერზე, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს მოითხოვს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი პაატა მანჯგალაძე სამუშაო ფორმატებში მუშაობის აზრს ვერ ხედავს. 

"წინა წელს "ქართულ ოცნებასთან" ვიმუშავეთ საარჩევნო კოდექსზე და სხვა საკითხებზე. "ქართულმა ოცნებამ" შემდეგ რევიზია მოახდინა ამ შეთანხმების. შესაბამისად, ახლა სამუშაო ფორმატში მუშაობის აზრს ვერ ვხედავთ, საკომიტეტო მოსმენებზე ჩვენი  მომზადებული წინადადებებით მივალთ, რაც დაეხმარება ნდობის აღდგენას, რაც დაეხმარება იმას, რომ სამართლიანი სასამართლო ეღირსოს ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანას. აი, ამ საკითხებზე ჩვენ მზად ვართ ყოველდღიური ურთიერთობისთვის და მუშაობისთვის," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე. 

დღის ამბები