15 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
მსოფლიო ყურადღება ლვოვისკენ არის მიმართული - არსებობს მოლოდინი, რომ შეხვედრაზე ერდოღანი ზელენსკის პუტინთან შეხვედრას შესთავაზებს

თითქმის სამი საათია, მსოფლიო მედიის ყურადღება ლვოვისკენ არის მიმართული, პოლონეთის საზღვართან მდებარე ქალაქში ამ წუთებშიც გრძელდება სამმხრივი შეხვედრა. მოლაპარაკებას გაეროს გენერალური მდივანი, უკრაინის და თურქეთის პრეზიდენტებთან მართავს, შედეგებზე მოლოდინი დიდია.

მედია წერს, რომ თურქეთის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შეხვედრას შესთავაზებს.

ლიდერების მთავარი მიზანი თითქმის ექვსთვიანი ომის დიპლომატიური გზით დასრულებაა- პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით რუსეთი აგრესიას არ წყვეტს.

შეხვედრის პარალელურად, უკრაინელები აქციას მართავენ და აცხადებენ, რომ უკრაინას მეტი ყურადღება სჭირდება.

აქციის მონაწილე ანასტასია ზანოსი ამბობს, რომ კითხვები აქვს გაეროს გენერალურ მდივანთან.

"არ მესმის რატომ არ მიიწევს წინ ექსტრადირების პროცესი, რომელიც ჩვენ თურქეთის პრეზიდენტს ვთხოვეთ, ამის შესახებ აზოვსტალის მებრძოლებმაც ითხოვეს. მე უბრალოდ არ მესმის. მე ასევე მაქვს შეკითხვები გაეროს გენერალურ მდივანთან, რატომ არ მოქმედებენ? რატომ არაფერს აკეთებენ? როცა ეს არის მათი მიზანი, მათი ამოცანა. სწორედ ამიტომ არსებობს ეს ორგანიზაციები,"- აცხადებს აქციის მონაწილე. 

დღის ამბები