15 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი საქართველო-სომხეთის საზღვართან ახალი საავტომობილო ხიდის გახსნას დაესწრებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას დაესწრება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან,"  – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ხიდის გახსნის ღონისძიება დღეს, 14.00 საათზე დაიწყება.

დღის ამბები