ელჩებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი არსებობა ნებისმიერ ქვეყანაში არის პირველ რიგში ახსნები, ურთიერთობების დალაგება და არავითარ შემთხვევაში ჭკუის სწავლება და იმ ფსევდოიდეალების დამკვიდრება საქართველოში, რომელსაც ისინი ცდილობენ, ამით განსაკუთრებით გამოირჩევა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი - ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის ელჩის საქმიანობა საქართველოში კრახით დამთავრდა, რადგან მისი ბოლო განცხადებების შემდეგ თავმოყვარე ადამიანი, რომელიც დიპლომატად მიიჩნევს თავს, ქვეყანაში არ დარჩება.
"ელჩებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი არსებობა ნებისმიერ ქვეყანაში არის პირველ რიგში ახსნები, ურთიერთობების დალაგება და არავითარ შემთხვევაში ჭკუის სწავლება და იმ ფსევდოიდეალების დამკვიდრება საქართველოში, რომელსაც ისინი ცდილობენ. ამით განსაკუთრებით გამოირჩევა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი. საერთოდ, ცუდად დაგვებედა სახელი კელი. კელი იყო ამერიკის ელჩი და ასეთი სამარცხვინო ელჩი საქართველოში მგონი არც ერთ ქვეყანას არ ჰყოლია, როგორც ის ბატონი კელი იყო. დღესაც, მოწმენი ვართ, აგრძელებს თავის პოლიტიკურ კორუფციულ საქმიანობას, რომელიც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და დღესაც მისი განცხადებები ამის დამადასტურებელია. ფაქტი, რომ მოაშორეს დიპლომატიურ საქმიანობას და დღეს არის კერძო საქმით დაკავებული, ზუსტად იმას მეტყველებს, რომ მისი მისია საქართველოში აბსოლუტურად კრახით დამთავრდა.
ისევე, როგორც კრახით დამთავრდა ქალბატონი დეგნანის საქმიანობა საქართველოში, რადგან მისი ბოლო განცხადებების შემდეგ თავმოყვარე ადამიანი, რომელიც დიპლომატად მიიჩნევს თავს, იმ ქვეყანაში არ დარჩება, სადაც მან თქვა პირველ რიგში "გავრილოვის ღამე", ტერმინი, რომელიც პირდაპირ ლაკა ხოშტარიასგან აქვს აღებული. ამ სამარცხვინო პოლიტიკური მოღვაწისგან, რომელიც პირდაპირ რუსული ფულით დგას ფეხზე და თავის თავს უფლებას აძლევს, რომ ილაპარაკოს მანკიერებებზე, რომელიც თურმე ქართულ პოლიტიკას ახლავს. რა თქმა უნდა, ქართულ პოლიტიკას მანკიერებები ახლავს და ეს ყველაზე კარგად ოპოზიციურ ჭაობში ჩანს", – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.