სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ახალი ხიდი საქართველომ და სომხეთმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ერთობლივად ააშენეს. "იბიარდმა" ორ ქვეყანას, ჯამში, 7 მილიონ 400 ათას ევრომდე გამოუყო - საქართველოს მხრიდან მშენებლობას გზების დეპარტამენტი ხელმძღვანელობდა.
პროექტს ინფრასტრუქტურის მინისტრმა უნიკალური უწოდა, ვინაიდან ხიდი ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარეობს.