15 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
ევროკომისიის 12 პუნქტი - ოპოზიციური პარტიები, ვინც პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში არ ერთვება, კონსულტაციებს განაგრძობს 

ოპოზიციური პარტიები, ვინც პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში არ ერთვება, კონსულტაციებს განაგრძობს. თითქმის სამი საათის განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "ლელო" ევროპის 12 პუნქტზე მსჯელობდა. მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა საარჩევნო და სასამართლო რეფორმა. 

"საპარლამენტო საქმიანობის  მთავარი ამოსავალი წერტილი არის 12 რეკომენდაციის პაკეტების შექმნა, რაზეც ოპოზიცია მუშაობს და გვაქვს როგორც დისტანციური, ასევე ფიზიკური შეხვედრები ყოველდღიურად ამ საკითხთან დაკავშირებით. სექტემბრის შუა რიცხვებისთვის ვგეგმავთ, რომ ყველა ძირითადი მიმართულებით იყოს ჩვენი ოპოზიციური ჯგუფების და არასამთავრობო სექტორის მიერ შექმნილი პაკეტები დაინიცირებული პარლამენტში," - ამბობს პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე. 

პარლამენტის წევრი, შალვა შავგულიძე ამბობს, რომ დასავლური ორიენტაციის ოპოზიცია სულ უფრო და უფრო მეტ მჭიდრო კოორდინაციაშია ერთმანეთთან და ახლა პუნქტებთან დაკავშირებით პოზიციებს აჯერებენ.  

დღის ამბები