15 ნოემბერი 2024,   12:02
ვრცლად
ISFED-ის საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში არდაშვება ევროკომისიის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება - აშშ-ის საელჩო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას ავრცელებს. საელჩო აცხადებს, რომ ISFED-ის საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში არდაშვება ევროკომისიის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. 

""სამართლიანი არჩევნების" (ISFED), საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილი საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციის არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად საქართველომ უნდა "უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა დონეზე".

სამუშაო ჯგუფში სამოქალაქო საზოგადოების წარსადგენად პარტნიორმა ორგანიზაციებმა ISFED-ი შეარჩიეს მისი კომპეტენციის, პროფესიონალიზმისა და საარჩევნო რეფორმებში ხანგრძლივი გამოცდილების გამო. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები რიგ საკითხებზე ხალხის ხმას წარმოადგენს და სასიცოცხლო როლს თამაშობს მოქალაქეთა საჭიროებების, პრიორიტეტებისა და არჩევანის უზრუნველსაყოფად. ISFED-ის არდაშვება პარლამენტის საარჩევნო რეფორმის პროცესის გულწრფელობასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს," - ვკითხულობთ განცხადებაში.

დღის ამბები