პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცესკო-ს წევრობის კანდიდატთა სიას აქვეყნებს.
ხელახალ, ღია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სამი განაცხადია წარდგენილი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა სიაში არიან: დავით ფეტვიაშვილი, გიორგი მარსაგიშვილი და ნათია წიპტაური.
იქამდე კი, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს ერთი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა.
ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარედგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე - ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები.