15 ნოემბერი 2024,   11:10
ვრცლად
სამწუხაროა, რომ ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე არ იყო წარმოდგენილი კანდიდატებში, ეს არის კვალიფიციური, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი საჯარო მოხელეების დისკრედიტაცია - პაპუაშვილი

"ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის კვალიფიკაციის, პროფესიონალიზმის და მათ შორის მიუკერძოებლობის მიმართაც ვერავინ თქვა ვერც ერთი არგუმენტი. უბრალოდ, პოლიტიკურ პოზიციას აფიქსირებდა ოპოზიცია და ცდილობდა ამ კანდიდატის ჩაგდებას",  – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  ეს არის კვალიფიციური, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი საჯარო მოხელეების დისკრედიტაცია. აქედან გამომდინარე, მე ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა

"დასაბუთება იყო პოლიტიკური, თითქოს იქიდან გამომდინარე, რომ კვალიფიციური უმრავლესობა ვერ მოიპოვა ორჯერ. ვთქვათ, ნაკლები შანსი ჰქონდა კვალიფიციური უმრავლესობის მოპოვების, ეს ჩემი აზრით, არის ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის წახალისება. სწორედ ამას ვამბობდით, როდესაც კვალიფიციური უმრავლესობის პრაქტიკის ხარვეზებზე ვსაუბრობდით, რომ კვალიფიციური უმრავლესობა საბოლოო ჯამში ახალისებს მხოლოდ ოპოზიციის რადიკალურ დღის წესრიგს, აქედან გამომდინარე, პარლამენტი განიხილავს ამ საკითხს. რადიკალური ოპოზიციის წახალისება არ არის სწორი.

მოქმედი თავმჯდომარის კვალიფიკაციის, პროფესიონალიზმის და მათ შორის მიუკერძოებლობის მიმართაც ვერავინ თქვა ვერც ერთი არგუმენტი. უბრალოდ, პოლიტიკურ პოზიციას აფიქსირებდა ოპოზიცია და ცდილობდა ამ კანდიდატის ჩაგდებას. ეს გახლავთ კვალიფიციური, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი საჯარო მოხელეების დისკრედიტაცია. აქედან გამომდინარე, მე ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა," – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები