15 ნოემბერი 2024,   11:14
ვრცლად
ამ საკითხების ირგვლივ, თუკი რაიმე სათქმელი გვაქვს, უშუალოდ ვისაუბრებთ საელჩოსთან - მიხეილ სარჯველაძე ოთხეულის მორიგ წერილზე

მიხეილ სარჯველაძე  "ქართული ოცნებიდან“ წასული ოთხი დეპუტატის მორიგ წერილთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით, საჯარო შეფასებისგან თავს შეიკავებს. როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, წერილთან დაკავშირებით, თუკი რაიმე ექნებათ სათქმელი, ან კითხვის ნიშნები გაჩნდება, ამას თავად არასამთავრობო სექტორთან, ან საელჩოსთან გაარკვევენ. 

"ოთხეული რასაც აკეთებს, განცხადებებს, მოსაზრებებს, რაზეც საუბრობს, ამ საკითხების ირგვლივ ჩვენ თუკი რაიმე სათქმელი და სალაპარაკო გვაქვს, ამასთან დაკავშირებით უშუალოდ ვისაუბრებთ საელჩოსთან. საჯარო თემებთან დაკავშირებით, ჩვენ დისკუსიისგან თავს შევიკავებთ,“ - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები