"ქართული ოცნების" წევრები აცხადებენ, რომ თუ ორ პარტნიორ ქვეყანას შორის არსებობს საკითხები, რომლებიც გასარკვევია, ამის გაკეთება უფრო საქმიან რეჟიმში შეიძლება.
"ოცნების" წევრებს თქმით, ყოფილი თანაგუნდელების წერილი ობიექტურად უნდა შეფასდეს.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ყოფილი თანაგუნდელების განცხადებებზე და წერილებზე კომენტარის გაკეთება რელევანტური არ არის.
"ჩვენი შეხედულებები ცხადია განსხვავებულია და ამიტომაც არის, რომ აღარ არიან ჩვენი გუნდის წევრები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორული ურთიერთობები უფრო მეტად მტკიცდება. ამ წერილის შეფასება კი მგონია, რომ ჩაღრმავებად არ ღირს,"- აცხადებს იონათამიშვილი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ საიასთან თანამშრომლობა წარმოუდგენელია.
"ჩვენ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან გვაქვს ჩვენი კომუნიკაციის არხები, წერილის ცალკეულ დეტალებს არ ჩავუღრმავდები. ორგანიზაცია, რომელიც არ ემიჯნება დესტრუქციას და რომელსაც სამართლიანი არჩევნები ჰქვია და სხვა პათოსს ატარებს, წარმოუდგენელია ასეთ ორგანიზაციასთან ერთად რაიმე პროცესის წარმართვა,"- აცხადებს მათიკაშვილი.