15 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით მოხდება-კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით მოხდება. გადატრიალებისა და რევოლუციის მცდელობა კი მარცხისთვის არის განწირული. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

მისი თქმით, ქვეყანაში არეულობის მოხდენა „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილია და ისინი ამის შესახებ პირდაპირ განცხადებებსაც აკეთებენ.

"ყველასათვის ცხადია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დაჯგუფება, რომლის სურვილია, ქვეყანაში არეულობა და რევოლუცია მოხდეს. ეს არ არის ჩემი მოგონილი. ეს არის მათი პირდაპირი განცხადებები, მათი სატელევიზიო ნარატივი, თუმცა არავის გამოუვა ქვეყანაში არეულობის შემოტანა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა. ხელისუფლების ცვლილებები ამ ქვეყანაში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით, როგორც ეს ყველა ნორმალურ, განვითარებულ სახელმწიფოში ხდება. სხვა სურვილები, რომ ვიღაცამ გადატრიალება მოაწყოს, სადღაც შევარდეს, ეს ყველაფერი განწირულია მარცხისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები