საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი "ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების წერილს აფასებს. ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ წერილი ცრუ და მანიპულაციურ ინფორმაციას შეიცავს.
"დღევანდელი განცხადება, რა თქმა უნდა, ისევ შეიცავს ცრუ და მანიპულაციურ ინფორმაციას. ისინი არავითარ შემთხვევაში, სინამდვილეს არ შეესაბამება და აქამდე ეს ოთხეული რომ ავრცელებდა იმ ინფორმაციას, რომ თითქოს შეერთებული შტატების საელჩო ცდილობდა ქვეყნის ომში ჩათრევას და ეს ცალსახად ვერ გამოუვიდათ ის, რომ საელჩოსთვის ეს ყველაფერი დაებრალებინათ, ახლა გარკვეულ რევოლუციურ სცენარებზე საუბრობენ, რაც, რა თქმა უნდა, სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდებაა. ისინი ერთგვარად ქმნიან, თითქოს და მტრის ხატს," - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.