უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისში დღეს აქცია-მსვლელობა გაიმართება.
როგორც პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, აქცია, რომლის ინიციატორებიც საქართველოში მყოფი უკრაინელები არიან, 7 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება. აქციის მონაწილეები მოედნიდან მსვლელობით პარლამენტთან მივლენ.
"ეს არ არის მხოლოდ უკრაინის დღე, ეს არის მთელი თავისუფალი სამყაროს დღე და განსაკუთრებულად საქართველოს დღე, რადგან დღეს უკრაინა იბრძვის მათ შორის ჩვენი თავისუფლებისა და მშვიდობისთვის," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.