ამ წუთებში, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი იკრიბება- შეხვედრა პარლამენტში არასამთავრობო სექტორის გარეშე ჩაივლის - მიზეზი "ქართული ოცნების" მიერ ჯგუფიდან "ისფედის" გაძევება გახდა.
როგორც სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა აღნიშნა, გამოიკვეთება ის საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც უკვე სექტემბრისთვის კონკრეტული კანონპროექტი მომზადდება.
"საუბარია საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევაზე, კომისიის წევრთა სერთიფიცირებაზე, ასევე, გვექნება იმის განხილვა, თუ რამდენად შეიძლება ელექტრონული ფორმატით არჩევნების ჩატარების გაფართოება. გვექნება ასევე საუბარი მარკირების თაობაზე, რომელიც განხორციელდება იმ ადამიანებზე, ვისთანაც გადასატანი ყუთი მიდის. შშმ პირებისთვის კანონმდებლობის კიდევ უფრო განმტკიცება და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული, მათ შორის ფინანსურ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. მინდა ვთქვა, რომ ამ მიმართულებით, "გრეკოს" რეკომენდაციების ძალიან დიდი ნაწილი შესრულებულია, თუმცა არის რამდენიმე საკითხი, რაზეც ჩვენ ჩვენი ოპონენტების პოზიცია გვაინტერესებს. "სამართლიან არჩევნებს", რომელსაც მიეცა იმის შესაძლებლობა რომ გამიჯვნოდა იმ პროცესს, დავინახეთ, რომ ორგანიზაციას, რომელსაც აქვს პრეტენზია იყოს ნეიტრალური დამკვირვებელი არჩევნებზე იმის ნაცვლად, გაემიჯნოს პოლიტიკურ პროცესებს, აქეთ გვდებს სრულიად უსაფუძვლოდ ბრალს,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე.
ევროპის 12 პუნქტის შესახებ მსჯელობაში ჩართულია ოპოზიციის ნაწილი, ნაწილი კი ისევ ბოიკოტის რეჟიმშია