15 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერი​ს დანიშვნა ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც აშშ საქართველოსთან დაკავშირებით ჟენევის დისკუსიებს ანიჭებს - ბლინკენი

კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერი​ს დანიშვნა ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ანიჭებს საქართველოსთან დაკავშირებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, – ამის შესახებ ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული.

სახელმწიფო მდივნის მიერ გამოქვეყნებული ტექსტის თანახმად, ფილიპ რიკერი იმუშავებს შტატების ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარედ და ამ კრიტიკულ პერიოდში, აშშ-ის დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე უხელმძღვანელებს.

კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერის დანიშვნის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

დღის ამბები