დეპუტატები ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულების გზებზე მსჯელობენ - საკანონმდებლო ორგანოში მორიგი შეხვედრა იმართება.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ სამუშაო პროცესში არასამთავრობოებს, ოპოზიციას და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის შეხების წერტილები გამოჩნდა.
"იზრდება პარლამენტში მთავრობის მოსვლის სიხშირე და ანგარიშვალდებულება, რაც ძირითადად ინტერპელაციის გაზრდით შეიძლება გამოიხატოს. ამავდროულად, იზრდება პასუხისმგებლობა მთავრობის მხრიდან დეპუტატის შეკითხვაზე პასუხის გაცემასთან დაკავშირებით. ყველა მხარეს, არასამთავრობოებსაც, ოპოზიციასაც და უმრავლესობის წარმომადგენლებსაც, ამ სამუშაო პროცესში ჩვენ მართლაც დავინახეთ შეხების წერტილები," - აცხადებს ქადაგიშვილი.