15 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
მთავარი რაზეც ვერ შევთანხმდით არის ის, რომ "ქართული ოცნება" მხოლოდ პარლამენტის რეგლამენტით შემოიფარგლა - ალექსანდრე რაქვიაშვილი

დეპუტატები პარლამენტის სამუშაო ჯგუფების ფორმატში ევროკომისიის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე მსჯელობენ. საკანონმდებლო ორგანოში მორიგი შეხვედრა იმართება, სადაც საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრები იკრიბებიან.

პარტია "გირჩის" წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ მთავარი რაზეც მხარეები ვერ თანხმდებიან არის ის, რომ "ქართული ოცნება" პარლამენტის რეგლამენტით შემოიფარგლა, რაც რაქვიაშვილის თქმით საპარლამენტო ზედამხედველობას არ აუმჯობესებს.  

"მთავარი რაზეც ვერ შევთანხმდით, არის ის რომ "ქართული ოცნება" შემოიფარგლა პარლამენტის რეგლამენტით მხოლოდ, ანუ საპარლამენტო ზედამხედველობას კი არ ვაუმჯობესებთ, არამედ უბრალოდ პარლამენტის რეგლამენტზე ვმსჯელობთ, რაც ბუნებრივად შეიძლება საინტერესო იყოს, მაგრამ საერთოდ შორს არის პარლამენტის ზედამხედველობის გაუმჯობესებისგან," - აცხადებს რაქვიაშვილი.

დღის ამბები