15 ნოემბერი 2024,   10:55
ვრცლად
ასეთი გაყალბებული, წინასწარ დაწერილი რევოლუციური სცენარის მიზანმიმართული ქმედებები ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალოს რევოლუციური გზით - დიმიტრი ხუნდაძე

"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის თქმით, აშშ-ს ელჩის განცხადება, რომ "ისფედმა" მცირე სტატისტიკური შეცდომა დაუშვა, ეწინააღმდეგება საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას, რომლებმაც არჩევნები ლეგიტიმურად აღიარეს.

"პრაქტიკულად ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას, რომლებმაც აღიარეს არჩევნები ლეგიტიმურად. იმ ფონზე, როდესაც "ისფედის" გაყალბებას, რომელსაც შეეძლო მნიშვნელოვნად შეეცვალა არჩევნების რეალური შედეგები, უწოდებს მცირე სტატისტიკურ შეცდომას. ჩვენ რომ ეს სტატისტიკური, მცირე ე.წ შედეგები მიგვეღო, მაშინ არჩევნების შედეგები იქნებოდა მმართველი გუნდის სასარგებლოდ არა 48%, არამედ 41%. ვფიქრობ, რომ ასეთი გაყალბებული, წინასწარ დაწერილი რევოლუციური სცენარის მიზანმიმართული ქმედებები ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს , რომ ქვეყანაში შეიცვალოს რევოლუციური გზით ხელისუფლება, რომელიც არ თანხმდება იმას რომ მიიღოს გარე დაკვეთები და ჩაერთოს უკრაინა-რუსეთის ომში,"- აცხადებს "ხალხის ძალის“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე. 

 

დღის ამბები