ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე მუშაობა გრძელდება. მომავალ კვირას სამუშაო ჯგუფები ისევ შეიკრიბებიან.
ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც საპარლამენტო ჯგუფებში მონაწილეობს, აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსზე და საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების საკითხების ნაწილზე შეთანხმება მიღწეულია. კონკრეტულ შედეგებზე საუბრობენ მმართველ გუნდშიც. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი, რეკომენდაციებზე მუშაობას დამოუკიდებლად აგრძელებს.
"არ ვიცი, უბრალოდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს რამ გაუჩინა არასრულფასოვნების კომპლექსი? რატომ აქვთ განცდა, რომ ჩვენ - ოპოზიციას და ხელისუფლებას, არ შეგვიძლია ვიმსჯელოთ და დისკუსიის შედეგად მივიდეთ გადაწყვეტილებამდე.
გასულ კვირაშიც საკმაოდ ინტენსიურად წარიმართა რამდენიმე მიმართულებით მუშაობა, ზოგან ოფიციალური სხდომებიც გამართა. ნელ-ნელა იდგმება ის კონკრეტული ნაბიჯები, რასაც ჰქვია ჩვენ მიერ შეთავაზებული გეგმის სრულფასოვნად შესრულება," - განაცხადა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ სარჯველაძემ.