ავსტრიის კანცლერი გაზისა და ელექტროენერგიის ფასების განცალკევების ინიციატივით გამოდის, რათა ენერგორესურსების ღირებულების მატების შეკავება მოხერხდეს.
"ელექტროენერგიაზე ფასები უნდა შემცირდეს. ჩვენ არ უნდა მივცეთ უფლება პუტინს, ყოველდღიურად გადაწყვიტოს, რა უნდა ღირდეს ევროპაში ენერგია. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ის სიგიჟე, რომელიც ბაზრებზე ხდება," - განაცხადა კარლ ნეჰამერმა.
ავსტრიის კანცლერის თქმით, ის ამ ინიციატივას ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების საგანგებო სხდომაზე წარადგენს. მისივე თქმით, მან საკუთარი წინადადება უკვე გააცნო გერმანიისა და ჩეხეთის მთავრობას.
გასულ კვირას ელექტროენერგიაზე ფასები ევროპაში რეკორდულად გაიზარდა, რაც უკრაინაში ომის ფონზე ხდება.